ოთახში სიბნელეს სანთელი არღვევს,
სიჩუმეს ფანტავს ჩუმი ფიქრები.
გრძნობა, გათელილ წარსულს მახსენებს
და მოგონებებს ჩუმად მივყვები.
შორს, გავეპარე ჩემს სიამაყეს
დიდხანს ვიარე, დიდხანს ვეძიე,
ვიპოვე სადღაც უცხო სივრცეში,
მარტო, სულ მარტო იჯდა კუთხეში.
ხელით შევეხე, დიდხანს ვეფერე
დაგუბებული ცრემლით ვიტირე,
ისიც ვატირე, გულით ვატირე
წარსულის გზაზე, გზად გავიყოლე.
ნიავი გაჩნდა, სანთელი ჩაქრა
ფიქრები გაწყდა, დარდი განახლდა,
ჩემს სიამაყეს გამოვეპარე,
უნდა დავბრუნდე, გათენებამდე..

ნანახია: 461 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz