დამიძახე როცა ძლიერ მოგენატრო, როცა გინდა ფიქრი ყოვლის დავიწყების, არ შეშინდე,დამიძახე ,უმალ მოვალ, მოგიტევებ,მწველი ცეცხლით დავიწვები. გევედები,ისევ მიხმე,როცა გსურდე, თუნდ დამეწყრონ სულის ყველა ნათლის სვეტი, არ დაფიქრდე...დავბრუნდები,რა მოხდება?! რა მოხდება?მოსახდენი რაა მეტი? შევრიგდებით,გაპატიე,მაპატიე, სანამ დროა,არ ჩახერგონ ბილიკები, არ გაიგოს არსთგამრიგეს ჩვენი წყენა და მავანთა ავირიდოთ ქილიკები. დამიძახე ,როცა ძლიერ მოგენატრო, როცა გსურდეს ფიქრი ყოვლის დავიწყების, დამიძახე,დამიძახე,ჩუმად მოვალ, შესაწირად შენს ხატებთან დავიწვები.