შენგან მეწყინება... 
რასაც შენთვის ვამბობ,რომ ვერ გამიგო...
შენგან არ მივიღებ
ფეხთქვეშ ფარჩა და ხალიჩა დამიგო...
შენგან მეტკინება...
ნათქვამი სიტყვა და უთქმელი სათქმელი,
შენთან ვისურვილებ
თუნდაც ნანგრევებზე დავანთო სანთელი..
შენთან ადვილია
ფიქრიც და დუმილიც ,უბრალო სიჩუმეც
სული დაღლილია და
შენი ღიმილით ცხოვრებას ვიპურებ...
შენით იოლია
გადავლა მთისა და დალაშქვრა ბარისა...
შენ ვერ გაპატიებ,
რომ არ გესმოდეს ნათქვამი ქალისა
შენთან მეღიმება
და ბედნიერი ვარ ზუსტად,რომ გამიგე...
შენგან თუ მეწყინა
მოვალე ვიქნები ავდგე და წავიდე!!!!!


ნანახია: 491 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz