|
|
შენ გიმღერი, გული ისევ ფეთქავს... მთელი ღამე ვარსკვლავები ვთვალე... მე მინდოდა, შენთვის რაღაც მეთქვა... უშენობა დავაბრალე მთვარეს...
მთელი ღამე, შევალიე სევდას... მთელი ღამე, ვუდარაჯე მთვარეს... მერე, დილით გაგვეღვიძა მე და... მთვარეს, შენი სიყვარულით მთვრალებს...
ნაბახუსევს, ვისაუბრეთ დიდხანს... ეხლა მთვარე გულში სითბოს მაქსოვს მთვარემ შენზე, ო, რამდენი მკითხა... დილაა და უკვე აღარ მახსოვს...
მე და მთვარე, უშენობას ვდარდობთ... მთელი დილა, გულის მესმის ფეთქვა... დღეს თუ არა, ხვალ ხომ გნახავ ამ დროს... დღეს თუ არა, ხვალ ხომ მოხვალ ჩემთან..
|
ნანახია: 366 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|