როგორ მოგიყვე, რომ ქალაქში ყველას ეძინა, მე კი ვეძებდი ნაფეხურებს შენსას ფოთლებზე. ალბათ მინდოდა ჩემი თავი გადაგეფიქრა და უფრო მეტად ზამთრის ღამეს შეყვარებოდი. მერე კი უკვე ვიმართლებდი თავსაც ლექსებით, სასმელს გაკრავდა გემო შენი,უფრო ტუჩების... ზოგჯერ თურმე რა ბანალური არის ქუჩები, როდესაც რითმას ვერ პოულობ, ვერც ეურჩები მუზებს და სადღაც ხმელ ფოთლებზე მის კვალს დაეძებ, ვისთვის მართლაც სულ ერთი ხარ და სხვა მეორე, მის სიზმრებზე ძველებურად ვეღარ ბატონობს... შენ კი პლატონურ სიყვარულს ვერ შეეგუები... მაშინ როდესაც, სან-მარკოსის ძველ მოედანზე, მტრედებს აპურებ და უკუღმა კეპი გახურავს... ამ დროს ზღვის პირას, ხის ძველ სახლში მშვიდად სძინავს და ეს წვიმაც ისე გამეტებით უტევს სახურავს, რომ გეშინია გააღვიძებს, მას, ვისთვისაც შენ სულ ერთი ხარ და ლექსებითაც სულ თავს ევლები... როგორ მოგიყვე, რომ ამხელა მტვრიან ქალაქში, სადაც მთვარესაც ეშინია მარტო დარჩენა, შენს კვალს ვეძებდი?