|
|
ხედავ? უშენობა ისევ მომიზვავდა… ისევ მარტო ვარ და ისე მოწყენილი… მე ხან, გავარდნილი მეხი ვარ და ხან ცა, სარკესავით მოწმენდილი…
ხედავ? ხელებივით ისევ გიფათურებს… ქარის სითავხედე, ასე გაგიჟებით… მაგრამ უშენობას, მაინც ვინარჩუნებ… ისევ, მეფერება თეთრი კლავიშები..
ხედავ? მოგიძღვენი სევდის სონეტები… ჩემს თავს ვღალატობ და ნოტებს ვეფერები… მე ამ სამყაროში უხმოდ ვერ ვეტევი… ხან წლებს ვუღიმი და ხანაც ვემტერები…
ხედავ? დღე უშენოდ მინავარდობს… ბალახს შეპარვია, მწვანე მოგონება… დილა გაღვიძებას მაინც, შენით დარდობს… ისევ მიმატოვეს უცხო გოგონებმა…
ხედავ? მოაგაგებე დილა სიხარულის… ისევ გაგონებენ, მაინც გაოცებენ… ისევ შენთან მინდა, მაინც სიარული… ისევ ეს ტუჩები, გაკოცებენ…
|
ნანახია: 434 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|