|
|
ვიდრე წახვიდოდე,ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან,
წვიმამ მონატრება ციდან ჩამოფურცლა,
ჩვენით გაჟღენთილი სველი ქუჩებია...
დღეს რომ მოსახვევებს უხმოდ აწყდებიან,
როგორც გაფანტული,ქარში, ხის ფოთლები
დაის ოცნებები, რაც ვერ დავიტიე,
ვმარცვლე,ვაჩურჩულე,სულის სიშორეში.
აღარ ღამდებიან ცაზე ვარსკვლავები,
მშვიდი თვალებიდან ვიწყებ გათენებას,
თუ კი უსიტყვობით რამეს ვაშავებდი,
ახლა აღარ უნდათ გრძნობებს გაჩერება.
. . . ქარში ირევიან მოგონებები და
შენზე სურვილებიც ისევ ულევია,
ვიდრე წახვიდოდე,ერთი ამოსუნთქვაც,
უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან...
|
ნანახია: 433 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|