მინდა გითხრა, 
ო რამდენი რამე მინდა გიამბო,
ვიცი უნდა გაგიფრთხილდე
და უნდა მოგიარო.
და თუ სევდამ დამამუნჯა,
მონატრებამ გამრიყა,
შენთან ყოფნა თუ მიშველის,
ხომ მოხვალ და წამიყვან?
ვიცი შენც გრძნობ ჩემს ტკივილებს,
ამოხეთქილს დარდებად,
ჩემი სულის გაჭირვება,
შენც ხომ დაგედარდება.
ო ,რამდენი რამე მრჩება,
შენთვის ასე უთქმელი,
შენს მადლიან თანადგომას,
ჩემი სული სულ ელის...
რა უსაზღვროდ მენატრები,
რა უსაზღვროდ მაკლიხარ,
მონატრება გამოყრილი,
შენც უჩემოდ დადიხარ...
აღარ ვიცი რა მოგწერო,
აღარ ვიცი რა გითხრა...

ნანახია: 296 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz