|
|
მინდა რომ მზე ვიყო
დილით გაგაღვიძო,
მინდა მთვარე ვიყო
ღამით დაგაძინო,
თუნდაც ქარი ვიყო
თმები აგიწეწო,
თუნდ სიზმარი ვიყო
ღამით დაგესიზმრო..
შენი სუნთქვა ვიყო
ჩემით იარსებო,
შენი სახლი ვიყო
მუდამ ჩემში იყო,
შენი ამხანაგი,
მეგობარი ვიყო,
შენი საიდუმლო
ჩემთვის გაიმეტო,
ერთადერთი ვიყო,
ვინც შენს გულს შეეხო,
მინდა შიგნით დავრჩე,
შიგნით ჩავიკეტო..
დრომ ვეგარ მიპოვოს
ისე დავიმალო,
შენით ვიარსებო,
ჩემით იოცნებო..
მუდამ შენში ვიყო,
მუდამ ჩემი იყო,
ეს პატარა ლექსიც
მინდა შენი იყოს..
|
ნანახია: 476 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|