უსაზღვრო ზღვაში, ტალღების ხმაში
წვიმიან ღამეს, გელოდი მაშინ...
გელოდი მზერით-
გელოდი სმენით-
მინდოდა მეგრძნო შეხება ხელის.
გელოდი დიდხანს,
ჩუმად და მარტო.
ტანთ მეცვა სველი , ფიქრების მანტო!
მოხვედი ჩუმად, ზურგის ქარივით,
შემომაპარე ხელები თმაში,
აბობოქრდი და წუხდი ქალივით
მე კი ავყევი ქარს ამ თამაშში.
შიშველ სხეულზე
თბილი რძე დუღდა...
ქარი კი ისევ წუხდა და წუხდა.
უსაზღვრო ზღვაში ამტკივდა რაღაც,
ის ქარი შენ ხარ,
და მე ვარ ტალღა.
გამომეღვიძა...
მივხვდი მეძინა.
ზმანება იყო , შეჩერდა წამი.
ქალს ეს ცრემლები ძლიერ ემძიმა.
გარეთ კი ისევ ქროდა ის ქარი.

ნანახია: 480 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz