მჭირდები!
სიცოცხლის სანთლები ჩამიქრა,
ჩამადნა ოცნება_საკვები.
მშიერი, უმწეო კრავივით ჩამოვრჩი ფარას და
სადა ხარ?
მომეცი ხელები. . .
შემომხვდი!
დაგღალე?
ჰო იქნებ, ან სულაც მე და შენ,
შევშალეთ ბედი და უაზრო ჭიდილის სანაცვლოდ,
უგემურ ლუკმებად
დაღეჭილ დროს, ნერვებს,
სიკვდილად ვიზოგავთ.
მჭირდები!

დუმილი არ ფასობს ახლა ოქროდ თუმც,
ხმამაღლა ყვირილის უნარიც დავკარგე.
სადა ხარ?
მომძებნე. . .
მომეცი ხელები. . .
დაგიცდი!

ნანახია: 408 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz