ადამიანებს სხვისთვის მისცა ღმერთმა 

სიცოცხლე,

იბადებიან და სიკვდილით სხვისთვის

კვდებიან,

მე რომ მიყვარდი ,შენ სხვა გწამდა

მაშინ ღვთაებად,

სხვისთვის ცოცხლობდი...ეჰ,რა ვუყოთ,

ეგეც ბედია!


შენ სხვა გზა გქონდა,სხვა მიზანი,

სხვა საფიქრალი,

ეჰ,ნეტავი მეც ბილიკები ჩემი

ვიცოდე...

მთვრალ მაყარივით მაცილებდა

შენს გზამდე ქარი,

და მაპატიე-თუკი გერქვა ჩემი სიცოცხლე...


ჩვენ რომ გვინდოდა ეს ცხოვრება,

ეგრე სად არის?!

ვინმემ რომ მკითხოს,შენი რისხვაც

სხვის ღიმს მერჩია,

და თუ ვერ მოვკვდე მაგ ღიმილის

არსებობისთვის,

შენ ნუ დამწამებ ღალატს მაინც-ეგეც ბედია!

ნანახია: 441 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz