გაუმარჯოს ვინც ოცნებით ათენა და აღამა 
ვინც ქართველად დაიბადა ვინც მოკვდება
ქართველად
გაუმარჯოს საქართველოს ცით ნაკურთხს და
დალოცვილს
ამოუცლელ სიმდიდრეს და სიღარიბეს
ამოცლილს
მხარბეჭიან მთას და მდელოს ვეფხიანს და
ლომიანს
არწივების გაფრენას,ღობემძვრალას ძრომიალს,
სადაც ყინვა ვერა ყინვობს,ღვინო ღვინოს
უდრის წყაროცა
გაუმარჯოს შოთას ნესტანს,სულხან-საბას
სალოცავს,
კოჭლი ტატოს მერნის ქროლვას,ვინ სთქვა
კოჭლი თუ იყო
ჭავჭავაძის ქვათა ღაღადს და აკაკის სულიკოს
ჯუღაშვილის უკვდავებას,არაკაცთა საძრახავს
ისიც კმარა ,,ქართველი ვარ მსოფლიოს რომ
გასძახა
გაუმარჯოს დედის მანდილს,ნამუსის ქუდს
მამისას,
გაუმარჯოს ცხრა მთას იქით,ვინაც სული
დალია,
სიკვდილის წინ მშობლიური წაყლიც ვეღარ
დალია
გაუმარჯოს საქართველოს ცით ნაკურთხს და
დალოცვილს
ამოუცლელ სიმდიდრეს და სიღარიბეს ამოცლილს !!!

ნანახია: 530 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz