მე განა გონებით ვარ შენზე ძლიერი,- ოცნებით გისწრებ!... შენ გწამს და გეძახის მხოლოდ მიწიერი, მე- ლუჯი სივრცეც!... შენ დღეის ცხოვრების ფეხის ხმა მოგესმის , მე- ხვალის ექოც!... ტრიალი, ტრიალი ცხოვრების მორევში გულს როდი ეყო... როდესაც აბიჯებ, მეძახი, მოგყვები... თან ცისკენ გიწვევ... ოცნების გარეშე, იცოდე, მოკვდები, გიყვარდეს სივრცე!!!