ხელები.. დიდი ან პატარა.. ცივი ან თბილი.. ”რბილი” ან უხეში.. დედის ან მეგობრის...ხელებით ვეფერებით.. ხელებით ვეხუტებით.. ხელებით ვათბობთ.. ხელებით ვწერთ.. ხელებით ვხატავთ.. ხელებით ვაქანდაკებთ სიტყვებს.. ხელებით ვაჩერებთ წამებს..
გრძნობამორეული ხელში ვიღებ კალამს.. ნაფიქრი თითებს ქაღალდზე გადმოაქვთ.. ისევ თითები და.. ხელები...ისევ იძერწება სიტყვა.. ისევ იწერება ფიქრი.. ისევ თითები.. ისევ ხელები...
ნეტავ რას გრძნობდა დიდოსტატი, როცა მარჯვენას აჭრიდნენ.. ტკივილს ?.. შიშს ?.. ვეღარ შექმნიდა ხელოვნების ნიმუშს.. ვეღარ ანაცვალებდა სიცოცხლეს მისივე ხელით შექმნილ ქმნილებას.. თავისუფალი სულის დაკარგვას უდრიდა ალბათ.. სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა მისთვის..
ისევ თითები.. ისევ ხელები...შენი თბილი ხელები ჩემი გაყინული თითები...
და თვალები... დიდი, წყლიანი თვალები.. კუპრივით შავი და თაფლის~ფერი.. ზღვასავით ლურჯი და ცის~ფერი.. ან გაზაფხულის ბალახივით მწვანე.. თვალები, რომლებიც უსიტყვოდ ამბობენ სათქმელს.. თვალები, მზესავით თბილი გამოხედვით.. ბავშვის თვალები.. სუფთა და უცოდველი.. დიდის თვალები.. ცბიერი და ეშმაკური.. შეყვარებული ადამიანის თვალები.. გრძნობას, რომ იტევენ.. და უსაზღვროდ მეტყველნი, რომ არიან... დედის თვალები.. ყველაზე თბილი და ყველაზე წმინდა..
მზეები თვალებში.. სიცოცხლე თვალებში.. გრძნობაარეკლილი თვალები.. დღე და ღამე თვალებში.. თვალი თვალში და თვალთვალში.. ცა თვალში.. შენ ჩემს თვალში... მარადისობა თვალებში.. შიშჩამდგარი თვალები.. ტკივილნარევი გამოხედვა.. და სიკვდილისფერი თვალები... თვალებში ჩახატული ცის~სარტყელა და ოცნებაშეპარული თვალები...
თბილი ხელები მომენატრა... და სიყვარულგამჯდარი თვალები... ♥