ათასი კაცის ღონეს დასჯაბნის ზოგჯერ, იმ ერთი ქალის სუსტი ღიმილი ერთი. რა მოხდა თუკი დაღლილი ფიქრით, წვიმის ცხელ ორ წვეთს ჩამოვაყოლებთტკივილს ვითომ და ძლიერი მამაკაცებიც ხშირად, ნატრობენ მაგრამ ვერ ახერხებენ ტირილს! ქალი, ქალი მზისაგან და სათნოებისაგან გაუჩენია უფალს, ქალს სხვანაირად ენატრება და უყვარს. ვერ შეედრება ქვეყნად ვერცერთი ძალა, ქალში გაჩენილ ახალ უმანკო სუნთქვას! რა არის უფრო დიდი გმირობა ქვეყნად,დედობა, დედობა ჯილდოდ უბოძებია უფალს!