|
|
არა, არც წმინდანს, არც ღმერთს, არ მინდა შევეხო, ბინძური ხელებით, არ მინდა ვეფერო. არ მინდა ტაძრის წინ მადლი ვითხოვო, და ღრმა წყვდიაში, ნათელი ვიპოვო.
წმინდა ცრემლებით, რაც ვსთხოვე უფალს ამისრულდა და მადლობაც მითქვამს, ზოგჯერ არც გვახსოვს უფლის სახელი და ჩვენს თავს გვინდა ჰფენდეს ნათელი.
უფლის შვილნი ვრთ,უფლის ნებანი, ნუ მოგვერევა აზრი ვერაგნი. უფალო გვიხსენ, უფალო მოგვეც, გამჭრიახობის წმინდა მზერანი.
არა არ მინდა,განდიდებამ შემიპყროს სული და სილამაზით მოხიბლული,ვერ ვცნობდე სათუთს. არა არ მინდა გაორება,სიბილწე გულის არც მინდა ვუყურო დიდებით ქარგულს.
თვალი თვალის წილ,ცრემლი ცრემლის წილ, რწმენა რწმენის წილ,სევდა სევდის წილ, უფალი იმ მადლს,იმ ხვედრს,იმ დარდს, არ დაუკარგავს არც მე და არც სხვას.
|
ნანახია: 546 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|