მზეს აედევნა სითბო გულის და აიყოლია ტკბილი ფიქრები... შენ სანამ გინდა ჩემო სიცოცხლევ, შენი გულისთვის კარგად ვიქნები! ცას ცისარტყელა გადაეხატა და აუკრიფა შუბლზე ღრუბლები, ეს მე მიყვარხარ ასე ძალიან "მე მიყვარხარო" ნუ მეუბნები! ცრემლმა იწვიმა თვალთა უპედან შეკრა,აასხა დარდი მძივებად... ჩამეხუტე და ჩემთან იყავი მანამ...სანამ არ დამეძინება! სარკმელთან გაწვა სინათლის სხივი ჩაიკრა გულში ჩუმი ფიქრები... ვიყავი შენი... ახლაც ვარ შენი... დასასრულამდე შენი ვიქნები!!!!!