|
|
ნუთუ მართლა დაგიზამთრდა გულში, ნუთუ მართლა თეთრად ჩამოთოვა? ნუთუ მართლა დამივიწყე უკვე და დაიწყო საუკუნო გლოვა.
ნუთუ აღარ დაბრუნდები აწი, დამიტოვებ შენზე დარდს და ფიქრებს. ნუთუ ვეღარ შევეხები აწი, შენს ლამაზ და გაფითრებულ თითებს.
ნუთუ ასე გაგრძელდება მუდამ, არ შეწყვიტავს ეს ზამთარი თოვას. ის აქ არის, შენს გულშია მარად, დაელოდე პაემანზე მოვა.
დაიდარებს და დადნება თოვლი, ისევ დავკრეფთ ერთად წითელ ვარდებს. მზის შუქი და სხივი კვლავ გაათბობს, გულზე თეთრად ჩამობარდნილ დარდებს.
არ იდარდო, იცოდე რომ მალე, ჩვენს ეზოშიც გაზაფხული მოვა. ნუთუ მართლა დაგიზამთრდა გულში, ნუთუ მართლა თეთრად ჩამოთოვა.
|
ნანახია: 779 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|