გვსურს თუ არა გვსურს ერთ დროს ყველა დავხუჭავთ თვალებს, წავალთ ამ სოფლით და მოვიხსნით ქვეყნიურ ვალებს, დავლიოთ ერთად, მეგობრებო, დავლიოთ ერთად, ამ ქვეყნად გვიან მოვედით და მივდივართ მალე........."
"რისი გეშინია? შენი აჩრდილია, დაგდევს და სურვილი აწამებს, შენი კოცნა უნდა, არც გასაკვირია, მას კოცნა აკვანში ასწავლეს.”
"ვერ გეხები... ალბათ დილის მირაჟი ხარ, დილით ქრები... ღამით ისევ სიზმარში ხარ, იქნებ სხვა ხარ... მეკი სულ სხვად მელანდები, იქნებ არც ხარ... მეკი მაინც მენატრები...”
"არასდროს ჩაიქნიო ამ ცხოვრებაზე, ხელი არასდროს თქვა რომ არაფერი გამოგივა, დაივიწყე ეს უაზრო ფიქრი, არ მიყვე ამ ცხოვრების უაზრო დინებას, იყავი ისეთი როგორიც ხარ, ნუ მიბაძავ სხვებს, გქონდეს იმედი და გწამდეს სიყვარულის, ენდე და მიუღწეველი არაფერია!!!!!!!!!!"
"ხმელი ფოთლები რბილ მინდვრებს მაგონებენ, კიდევაც მახარებენ და კიდევაც მაღონებენ, ისინი მახსენებენ, რომ იყვნენ მინდვრები, ოდესღაც ლამაზი ფერებით მდიდრები, რომ რბილი მინდვრები უკვე გამხმარია და სიჭაბუკეც ჩავლილია უკვე რა ხანია."
"რა უზარმაზარი ხარ თანაც რა პატარა სულში ჩასაძვრენი, ტანჯვის მომგვრელი ხარ, მაგრამ საოცრად საყვარელი, წმინდა, უცოდველი, ძნელი საცნობი ხარ, თანაც ახლობელი და ეგ იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი საკუთარი და სხვა არაფერი..."
"არავის ახსოვს... დადის სულ მარტო... ფიროსმანივით მიტოვებული, მერე შეივლის დუქანში, რატომ? ერთ ჭიქა არაყს გადაჰკრავს მარტო, ფრთხილად მოჰკიდებს ნახატებს ხელს, ფარული სევდით დააწერს ზედ: "ჩემს ძვირფასს მნათობს, სიცოცხლით მათბობს..."
"თოვს... სევდა მოაქვს ხოლმე თოვლს, ღამე იმ ჩვენს სიყვარულზე ლამაზ სიზმარს ქსოვს, გახსოვს?...