მწუხრიან ფარდებში დუმილით ვივსები,
ყველა ოცნებამ მარხილით იარა.
მე შეუცვლელი ბავშვი ვიქნები,
ვეღარ მომირჩენ შეუმჩნევ იარას?

შენა ხარ გრძნობების ერთგული სარდალი,
შენა ხარ ართქმული ლეგენდა გმირობის,
შენა ხარ ყველა ცოცხალზე მართალი,
შენა ხარ მალამო სულ ყველა ჭრილობის.

რითმის შეგრძნება მგონი დავკარგე,
ცხოვრებას ჩამოვრჩი ნელი ნაბიჯით.
შენი სახება გულში ჩავქარგე,
რამ დამავიწყოს გრძნობის ღრმა ფიცი.

შენა ხარ ყველა დიადზე დიადი,
შენა ხარ დარდი უთქმელი სიტყვებით.
შენა ხარ ღამის შუქურა წყვდიადის,
მეტყველი თვალები ნათენებ ფიქრებით.


მე ზურგს ვერ ვაქცევ შეშლილ იმედებს,
მარად მცივანი შენით გამთბარი ვარ.
მწარე ტკივილი ვერ გამიმეტებს,
რადგან შეშლილი სულის ზამთარი ვარ.

ნანახია: 704 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz