ოცნება ვარსკვლავს ჰგავს, სიბნელეში ანათებს და გიჩვენებს გზას...
თუ სიბნელეში ვარსკვლავს გაჰყვები, მიგიყვანს ხიდზე, რომელიც წყალზეა გადებული...
თუ ამ ხიდზე გასვლას მოისურვებ, მაშინ ოცნება სურვილად ქცეული მზესავით გწვავს და...
...გაგიხსნის ცისა კარს...
... და განახებს სამყაროს ისეთს, როგორც ის არის სინამდვილეში.
არ ააგო ამაო ოცნებები, რადგანაც ის წყალზე ნაგებ კოშკებს ჰგავს, რომელზეც ხიდის გადება დავიწყებიათ
ამ სამყაროში ყველაფერი სადაა, მაგრამ კანონზომიერი, რაც ბუნებრივ სილამაზეს ქმნის.
გახსოვს...
დროში გაიყინა...
დადნება და გაქრება?...
უკანასკნელი უკანასკნელთა შორის...
გაქცევა... გაქცევა მარადისობაში, გაქცევა მტერთაგან და თავისუფლებისაკენ...
გაქცევა კლდისა პირსა...
სიმაღლე, ცაში ასული სიმაღლე...
სიმწვანე და...
და ღრუბლებსა ზედა სიარული...
უკანასკნელი უკანასკნელთა შორის...
გაშალე ხელნი და...
უკანასკნელი გაქცევა... ფრენა... თავისუფლებისაკენ ფრენა...
ბედნიერების უკანასკნელი წამი და მარადისობა...
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...
და ისიც შლის ხელს და...
თეთრი კაბა აფარფატდა კლდის ქიმზე...
უკანასკნელი წამები სიცოცხლისა და დასაწყისი მარადისობისა და ბედნიერებისაკენ....