განა სიყვარულს ვმალავდი,
მოშურნის გზა-კვალს ვცდებოდი,
ავდარობიდან დარამდი
ათასმეერთედ ვკვდებოდი. გამოზაფხულზე ვყვაოდი,
შემოდგომაზე ვჭკნებოდი,
უხარირმობას ვბღაოდი,
ერწოზე ნისლად ვქრებოდი.
შენთან შეხვედრას ვჩქარობდი,
მერე შემთხვევით გხვდებოდი,
ქალი ვიყავ და გყვარობდი,
ჩუმ-ზეზეულად ვხმებოდი.
მზეზე ალმურად ვიწვოდი,
კლდეს ჩანჩქერივითვწყდებოდი
შენ კი ვითომც არ გიცნობდი,
ხმალსიქეთ წაწლად ვწვებოდი.
ქარში დალალებს ვიშრობდი,
ღრუბელს ვიხვევდი მანდილად
და გულის გულში ვშიშობდი,
ვეღარ დაგთმობდი ადვილად.