მე არ ვედრები მზესა და მთვარეს,

ვფიცავ არ მიპყრობს არავის შური.

სხვისი სიკეთე თუ გამახარებს,

სხვისი ღიმილით მევსება გული.

მე სხვისი დარდი ისე მაწვალებს,

დიდ პატიებას ვარ შეჩვეული.

მე სიყვარული დიდი მასწავლეს,

არ მიყვარს შუღლი, არ მიყვარს ჯიბრი,

თავზე გევლებით ჩემი ფიქრებით,

თუ ვინმე ჩემზე რამე ჯავრს იყრით,

მე სიკეთეში გაგეჯიბრებით.

ერთი შეხედვითთითქოს და მშვიდი,

ო, რა ბობოქარ სულს დავატარებ,

დავდივარ, დამაქვს სიკეთე დიდი,

 და ბოროტებას არ გავიკარებ.

ნანახია: 388 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz