გული სულ სხვაგვარი სევდით მომეწურა,
შარშან, ზუსტად ამ დროს, მსურდი გაგიჟებით...
წელს კი რეალობის ვუმზერ სულ სხვა სურათს,
დღესაც,მოგონებებს გულზე ვაბიჯებდი....
შენზე არასოდეს მსურდა, მეოცნება,
ახლოს იყავი და... რაში მჭირდებოდა?!
როცა ჩაიფერფლე, მაშინ რა იცოდი,
ყოფნა უჩემოდ რომ გაგიჭირდებოდა...
ახლა ეს სიჩუმე მიღირს მთელ ცხოვრებად,
ნეტავ, საგზლად მეყოს შენი სინანული
(ზოგჯერ ბედნიერნი იქცნენ გლახაკებად,
ზოგჯერ თვით საპყარმაც შეძლო სიარული)...
ალბათ, მეც შევძლებ და... გადამავიწყდება,
შენთან რომ მოვქროდი ჩქარი ნაბიჯებით...
ახლა სულ სხვაგვარი გაზაფხული გვიდგას,
თუმცა, შარშან ამ დროს
 მსურდი გაგიჟებით...

ნანახია: 425 | კომენტარები: 1 | ავტორი: სტუმარი

კომენტარი tamo-ს
0  
1 tamo   (2010-08-30 4:54 PM) [Entry]
magaria dzaan





კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz