დამტოვე მარტო...
მერე რა,თუკი უშენობა მაშინებს ახლა?!
მე გავუძელი გრიგალს,ქუხილს,წვიმას და თავსხმას
და ამ ტკივილსაც ავიტან ალბათ...
დამტოვე მარტო...
ჩემ ფიქრებთან არ მინდა გაყრა,
ახლა ნუგეში არ მჭირდება შენგან არაფრად.
დამტოვე მარტო...
სიმარტოვე გამიგებს ახლაც,
შემომეხვევა,ჩამიხუტებს,ამირევს თავგზას.
დამტოვე მარტო...
სანამ დროა წადი ნუ მტანჯავ...
აღარაფერი აღარ დარჩა გულდასაწყვეტი,
შენ ხომ უჩემოდ დაასრულე
ჩემი ცხოვრების მცირე ნაწყვეტი...
დამტოვე მარტო...
ალბათ დროა დავსვა წერტილი.
ხელები მითრთის, უშენობას ვერ ვეგებები,
ეს მერამდენედ მოვიშორე წყენის ცრემლები,
გული გათხელდა
აღარაფერს მე აღარ ველი..
დამტოვე მარტო...
ღამეს მინდა დარდი გავანდო.

ნანახია: 430 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz