|
|
თურმე რამდენი დრო გასულა,
ვეღარ ვითვალე...
მოფერება და სიყვარული დიდი ვისწავლე.
ერთ რამედ ღირდა!
თუმცა ძლიერ ბევრი ვიწვალე,
არა, არ ვნანობ,
მაგრამ ძლიერ გადავიღალე...
ბედნიერება სულ თან მდევდა,
საკვირველია?
მაგრამ დარდებიც შიგა და შიგ ბევრი ერია,
ზოგჯერ ისეთი უმწეო და ეული ვიყავ,
გავიხსენე და თვალს ცრემლები შემოერია.
სიცივეა და სურვილს მიჩენს ჩუმი ვედრების,
ამ ბოლო დროს კი სულ არ მჯერა გიჟურ ვნებების,
ისევ და ისევ ამოუცნობ სევდა ვნებდები,
ეს კი არ მომწონს...
მგონი ვბერდები...
|
ნანახია: 456 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|