92 წლის სუსხიანი ზამთრის დილა თენდება.
თენდება კიდევ ერთი უიმედო, მშიერი დილა, საბურავიც ჩაიწვა, აღარაფერია დასამატებელი...
ეს ოხერი მალე მაინც გათენდეს, სიცივე ძვალ-რბილში ატანს.
გარიჟრაჟთან ერთად ხალხიც მატულობს...
ლაპარაკი...
-მე აქ ამის წინ ვიდექი...
-ეს ჩემთან ერთად იდგა...
-ჩვენ აქ არ ვიყავით, არ გახსოვთ?
რიგი ნელ-ნელა გაიწელა... რიგი, პურის მაღაზიასთან...ამდენი მშიერი სახე...ამდენი მშიერი ადამიანი....
სამი დღეა გრიპმა ჩააგდო და არაფერი უჭამია... წუხელ გაბედა...სიცხიანი ადგა და რიგში გაათია... პურის რიგში...
სხვა არაფერია, დახლები ცარიელი... დამშეული ხალხი...
პური...
ერთი პური იქნება აიღოს და ცოტახანს იმყოფინრბს, ორს ვინ მისცემს, თორემ სანამ გაათავებდა, იქნებ გრიპიც ჩამქრალიყო...
-მშიერი სახეები...გაწამებული სახეები...
-უცბად რიგი შეირხა, ისევ აირ-დაირია...მაღაზიაში პური შემოიტანეს...
პური...
სიცოცხლის წყარო...
ყველა ერთმანეთს მიაწყდა...სადღაა დილანდელი წესრიგი, აირ- დაირია ყველაფერი...ჯგლერთვა...მიწოლა...ყვირილი... აი ვიგაცამ უკვე იყიდა და გახარებული მიდის სახლისკენ.
დრო გადის ჯგლეთვაში, ყვირილში... დახლზე პური მცირდება... მყიდველი მატულობს...ყვირილი...ჯგლერთვა...ერთმანეთს awვებიან...იგინებიან...ყვირიან...
პური...
ერთი პური, იქნებ სამიოდე დღე იკმაროს.
მაგრამ პური ილევა...
ბოლო რამდენიმე ცალიღა დია თაროზე...მისწვდა გამყიდველს... ფული მიაწოდა...სანატრელი პური ხელში უჭირავს და შემოტრიალება, გამოსვლა უნდა ბრბოდან...
უცებ ზურგი აეწვა...იგრძნო, ქვეცნობიერად იგრძნო ქალის ძუძუები შეეხო ზურგზე. ჟრუანტელმა დაუარა...კიდევ, კიდევ შეეხოს ნეტავ...სულ დაავიწყდა შიმშილი...ქალის მკერდი შეეხო და დასწვა თითქოს, დენივით დაუარა ტანში და უნებლიეთ უკან დაიხია, რომ კიდევ შეხებოდა...ისევ შეხება...ქალიც თითქოს განგებ აწვებოდა... რა ტკბილია ქალის მკერდის უნებლიე შეხება.
თავს სძლია და შემოტრიალდა...
შავებში ჩაცმული ლამაზი ქალი იდგა მის უკან და დაბნეული შეჰყურებდა...არა, იმდენად მას არა, რამდენადაც პურს...მაგრამ არა...დაიჭირა ქალის მწველი მზერა, ქალი პურს არა, მას შეჰყურებდა და რატომღაც წითლდებოდა.
შიმშილმა თავი შეახსენა...
როგორც იქნა გამოძვრა რიგიდან და შინისკენ გასწია.
თვალები...მკერდი... შავებში ჩაცმული ლამაზი ქალი...ვინ იყო?...ვინ არის?... სად ცხოვრობს?..აქამდე არ შეხვედრია,...იქნებ სტუმარი იყო?..მაგრამ ვისთან?.. ნეტავი რა ერქვა?.. ვინ იყო?..
გამოჯანმრთელდა.
ხშირად ჩადიოდა მაღაზიაში და რომც არაფერი ნდომოდა, ისე იდგა. იქნებ კიდევ გამოჩნდეს, იქნებ კიდევ ქალაქშია? მთელი თავისუფალი დრო მას დაეძებდა. არა, რამ დააბნია, თითქოს სითამამე არ აკმლდა, სახელი მაინც ეკითხა. თვალები...ყოველ ღამე შავი თვალები და ქალის ამობურცული მკერდი ედგა თვალწინ.სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა, სხვა არავინ აღარ აინტერესებდა...მხოლოდ ის...ის, მაგრამ სად არის? ვინ იყო? სად ეძებოს? მეგობრები ცოლის შერთვს ურჩევენ. დაგავიწყდებაო მისი სახე, მაგრამ რა იციან მეგობრებმა, ის რაც გულში ერთხელ ჩაიჭედა, დავიწყებას არ მიეცემა. განა თვითონ არ უნდა რომ დაივიწყოს? უნდა, თან როგორ უნდა.უკვე თორმეტი წელი გასულა იმ დღის მერე, მაგრამ ყველა ქალში მის თვალებს ხედავს ...
ყველა ქალში მხოლოდ იმის სახებაა. ყველა ქალს მისი შავი თვალები აქვს. თორმეტი წელი გავიდა. აღარ არის შინშილობა. პურიც ბევრია და მაღაზიის თაროებიც სავსეა ყველაფრით, მაგრამ ძველებურად დადის და მაღაზიასთან საათობით დგას...ელის...იქნებ გამოჩნდეს?..იქნებ შემთხვევით გამოჩნდეს? ვინ იყო?.. იქნებ გათხოვდა და წავიდა სადმე?..არა, გულით გრძნობს არ გათხოვილა, მაგრამ მარტო გულის ნდობა შეიძლება?
უკვე თორმეტი წელი გავიდა. თორმეტი მტანჯველი წელი...ძებნისა და იმედის თორმეტი წელი...
ყველა იცნობს, ყველამ იცის ვისაც ეძებს, ყველას ეცოდება. ზოგი გიჟს ეძახის და ზოგი არანორმალურს, მაგრამ მას არ აინტერესებს... ისევ ისე დგას და ელოდება...
ბიჭებმა უთხრეს, მეგობარს და დაღუპვია და დაკრძალვაზე არ წამოხვალო? არც იცოდა ამდენი ხნის მეგობარს თუ და ჰყავდა. სოფელში უცხოვრია სადღაც. გაყვა მეგობრებს, მეგობარს პატივი უნდა სცენ...მიუსამძიმრონ...გვერძე დაუდგნენ და დის დაღუპვის ტკივილი გაიზიარონ და ამით დარდი შეუმსუბუქონ.
ოთახში შევიდნენ, სადაც ცხედარი ასვენია. წესია, წრე უნდა შემოარტყან მიცვალებულს.
ფეხები გაუშეშდა...
ცივმა ოფლმა დაასხა...
გული გაუჩერდა...
სისხლი გაეყინა...
ყველაფერი დაიძრა ადგილიდან...
კედლები შეტორტმანდა...წაიბორძიკა...
მეგობარმა ხელი შეაშველა რომ არ წაქცეულიყო.როგორც იქნა გამოვიდა ოთახიდან...
არა, არ გამოსულა...გამოიტანეს... რადგან მისი სული იქ დარჩა...
ძალა მოიკრიბა...ცოტა აზრზე მოვიდა, ქვითინი აუვარდა და მეგობარს ისე გადაეხვია, მიუსამძიმრა...
ვის მიუსამძიმრა, მეგობარს თუ თავის თავს?
- რითი დაიღუპა, რა სჭირდა?
-უიმედობით.
-ეს როგორ?
- ოთხმოცდა თორმეტში ჩემთან იყოო ჩამოსული მეგობარმა, და ვიღაც შეუყვარდა პურის რიგშიო.
-მერე?
მერე არაფერი...
არ იცოდა ვინ იყო და სად ეძებაო... ჩამოდიოდა ქალაქში და იმას ეძებდაო...არც სახელი იცოდა და არც გვარი, მაგრამ ეძებდაო...
-მერე?
 -მერე ჩაფიქრებული გადადიოდა გზაზე და მანქანა ვერ შეამჩნიაო...უტვინოდ, სიყვარულს შეეწირაო...

ნანახია: 468 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz