ერთი თხოვნა მაქვს...

რომ მოვკვდები არ დამივიწყო,

საფლავის კართან ამაცილე შენი ხელებით...


ერთი თხოვნა მაქვს,

ჩემი კოცნა არ დაივიწყო,

ჩემი სურნელი, ალერსი და ჩემი ტუჩები...


ჩემს ტუჩს ვერასდროს

სხვა არსება ვერ შეეხება,

ამიტომ სულიც შენს არსებას ეპოტინება,


ჩემს გულს შენს გარდა,

სხვა... არავინ არ ეყვარება,

ეს ფიქრი სხვაზე, არავისზე არ აბორგდება...


ჩემი ოცნება,

სხვისი ნახვის წამებს არ მოთვლის,

რადგან შენს გარდა მას არავინ აღარ სჭირდება...


მხოლოდ ერთს ვითხოვ...

პეშვი მიწა არ მომაყარო,

ცრემლი აფრქვიე,

მაგრამ გულზე არ დამაცრემლო...


მე კი მკვდარი ვარ,

უსიცოცხლო მძორი ვაგდივარ,

მაგრამ ამ გულში პაწაწინად ჯერ ცოცხალი ვარ...


შენ არ იდარდო...

დღეს მე ვკვდები მაგრამ არ ვდარდობ,

მე ხომ სიყვარულს მაზიარე შენი თვალებით...


შენ არ იტირო,

მერე რა რომ მე დღეს მოვკვდები,

განა კი ამით მთავრდებოდა ჩემი სიცოცხლე?!...


ცა გაიხსნება, ანგელოზი შემეგებება,

ნუღარ იტირებ მე ხვალ ზეცად დაგელოდები..


ჩაგეხუტები, ძველებურად ჩაგეხუტები,

თვალზე ცრემლს მოგწმენდ, ძველებურად გაიღიმები....


ერთი თხოვნა მაქვს, ერთადერთი ეს შემისრულე,

შენ წლების მერე, როცა უკვე მამა გახდები,

ნუ დამივიწყებ, ორქიდეა ამომიტანე,

და ჩემს საფლავზე,პაწაწინა გულზე დამადე...

ნანახია: 414 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz