დღე გადის, წლები გაურბის წუთებს,
დრო აღარ დარჩა წარსულზე ფიქრის,
ნაზი გრძნობები შეაშრა ტუჩებს,
გული ოდესმე საყვედურს იტყვის. და შემოდგომის ცამეტი დღისთვის
ჩუმად დავანთებ პატარა სანთლებს,
დრომ სიყვარული წაგვართვა, მაგრამ
ტკბილ მოგონებებს ვერავინ ავნებს.
ძველი ტკივილი ბობოქრობს, თუმცა
სევდა მომეშვა მიყუჩდა თითქმის,
თავს ნუ იმართლებ არგინდა, რადგან
ერთხელ სიმართლე უთუოდ ითქმის.
დაღვრილი ცრემლი შეაშრა თვალებს,
თვალები ჩაქრა, სიმბოლო ფიქრის,
ენით უთქმელი და უიმედო
ოცნება ჩვენი წარსულში მიქრის...