გახსოვს გაზაფხულის ის ლამაზი დღე,როცა ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, როცა ჰყვაოდნენ ლურჯთვალა იები და გვლოცავდნენ ჩვენ?! მაშინ სიყვარული იშვა... მერე შენ მჩუქნიდი მზეს, მთვარეს, თვალხატულა ვარსკვლავებს, სიყვარულის ზღაპარს ცისარტყელას ფერებით... მერე?! მერე შემოდგომა დადგა, მერე ჩამოთოვა სულში, თურმე ხშირად ასეც ხდება, თურმე იტყუება გული... გული არა, სიყვარულია მაცდური...და მაინც ყოველღამე ვეძებდი ცაზე ჩვენს ვარსკვლავს და საკუთარ თავს ვაიძულებდი უშენოდ ცხოვრება მესწავლა! სულ ერთი ნაბიჯი ყოფილა სიყვარულიდან ტკივილამდე... ო, როგორ მინდოდა აღარ მყვარებოდი,აღარ მომნატრებოდი, აღარ გამხსენებოდი... თუმცა მახსოვხარ! შენ გახსოვს გაზაფხულის ის მზიანი დღე?! მაშინ სიყვარული იშვა და მერე ტკივილად იქცა! და წლების შემდეგ ტკივილიდან კვლავ სიყვარული იშვა...თუმცა ის შენ არ ხარ! პირველი სიყვარული ვარსკვლავებთან დარჩა!...