არავის უამბო გზები რად გაიყო, 

რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრების დინებას,

არავის უამბო რა მოხდა რა იყო

არავის უამბო გული მეტკინება.

არავის უამბო თუ როგორ მიყვარდი,

როგორ ვვოცნებობდით ან როგორ ვბავშვობდით.

არავის უამბო იმ ლამაზ დღეებზე

და არც ის უამბო თუ რატომ დავშორდით,

არავის უამბო გული რად გაცივდა

თუ როგორ ჩაგვიქრა ოცნების ლამპარი.

სხვას ნუ მოუყვები ჩვენსშორის რაც იყო,

მე და შენ ვიცოდეთ ლამაზი ზღაპარი...

ნანახია: 464 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz