წადი... მომაშორე ეგ ხელები, სხვისი სურნლება შეზელილი. წადი... გადამღალა მაგ თვალებმა, სხვისი სიხარულით ნატარებმა. წადი... ვეღარ უძლებს და ეს გული ისევ მდუმარებით აფეთქდება, რადგან შემოხედვას ალერსიანს სხვისი სიყვარული აღებეჭდა. წადი... აღარ მინდა ბოდიშები სულმა ოკეანე გადალახა, მერე როცა ისევ მოგინდები მიდი შეაფარე თავი ტალღას. წადი... მე ხომ უკვე ამოგრეცხე როგორც ამ ცხოვრბის დიდი ლაქა. წადი... ნუ მიყურებ ისე თითქოს ბრალი მე მიმიძღვის შენს ღალატში, დამნაშავე ვიყო თითქოს შენ რომ გუშინ ჩამითრიე სევდის ხრამში. წადი... გულით მინდა დაგივიწყო, და ჩუმად ჩამოვჯდე სამყაროს პირისპირ ეს მაინც მადროვე... წადი...