|
|
ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შავ თვალებში ჭინკები, გვიდგას სიყვარულით, გალაღებით, გრძნობით ავსებული ჭიქები.
ბახუსს გაუშლია ჭრელი აფრა, ძმები ღვინოს ვსვამთ და ვღვინდებით, შემთვრალს უფრო ხშირად, უფრო მზაფრად უფრო მენატრები, მინდები.
ჰოი, ეს ეჭვები დამახრჩობენ.- ვინ იცის, სად, ვისთან იქნები. . . . . . ცაზე ვარსკვლავები თამაშობენ როგორც შენს თვალებში ჭინკები
****************************************
მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს, გაგისწორებდი მზერას თამამად, ვით კლავიშებზე თითი აკორდებს, სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა.
დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას, გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს, გზას უყელავდი ავ ბედისწერას, ნეტავ, ლამაზი თვალები მქონდეს!
ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით, მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს, ან შენ რომ გიყვარს , სწორედ იმგვარი და იმნაირი თვალები მქონდეს.
აწ დარდის დარად დავიარები, და, დანაცრული, დარებზე ვგოდებ, იქნებ ოდესმე შემიყვარებდი, მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს.
|
ნანახია: 438 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|