|
|
შეშლილი ქარი კვლავ მედავება აფრიალებას შენი კაბისას, ნუთუ არსებობს, რომ მე დავება? ნუთუ გაიტანს მაინც თავისას?
სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს, რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით. შემთვრალი მთვარე თავს არ გარიდებს გადარეულა შენი წვივებით....
წვიმა თავნება პირ-სახეს დაგბანს, მოგიალერსებს ცივი ხელებით და შეეცდება ზეცა შენს დაბმას ოცნების მსგავსი ცისარტყელებით.
მაგრამ უქმეა მათი ხარჯები, ვიცი,რომ მაინც ჩემთან დარჩები!..
|
ნანახია: 516 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|