|
|
გული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა, შევხედე, ვეღარ ვიცანი: ათიათასი წყლული სჭირს - ტანჯვა-ვაების ნიშანი. დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ, სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა. ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს, ცრემლის მორევში დნებოდა. ვაებად ქმნილსა მოლხენის აღარაფერი სცხებოდა. ვასუსუვ-ვანუგეშებდი, არ მისმენს, არა სცხრებოდა. თვითეულს შეკითხვაზედა ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა. გავიგე, რადაც სტიროდა და რისათვისაც ბნდებოდა: ქვეყნის ავ-კარგის გაცნობას თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.
|
ნანახია: 453 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|