მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ,
ექნება სურნელი ყვავილის.
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის.
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე,
ცრემლების გარეშე სიყვარულს,
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?
ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად,
ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს ,
გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი,
მზის სხივი ნაჟური გაგათბობს.
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ,
ოო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო,
 რამდენი წელია გინახავ.

ნანახია: 442 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz