თქვენ რომ იცოდეთ რა ბუნებაა..
რა გუნებაა.. რა ცდუნებაა..
ო.. თქვენ მუცოში დასახლდებოდით..
არა ? - ეს უკვე თქვენი ნებაა..
მაგრამ.. ო როგორ ამაღლდებოდით..
გრძნობა-ლექსებად აალდებოდით..
გაიმარჯვებდა სიცოცხლე თქვენში..
და არასოდეს არ მოკვდებოდით..
რომ მოვიდოდა წვიმა და თქეში..
იების თვეში.. ვარდების თვეში..
იგრძნობდით ხორცის არარაობას..
სულს იპოვიდით ქვასა და ხეში..
გულშმაგ არღუნში ფოთლის ნავობას..
ფიფქთა საუბარს და ნანაობას..
მყის შეიცნობდით ჯადოსნურ ძალად..
რამაც რომ სული არ დააობა..
ცხენს-მუხლით მალას.. ფოლადის ნალას..
ჭალას.. ანკარა წყალას..
ლეგაჩოხიან ხევსურის ვაჟებს..
ღამისფერთვალა ხევსურის ქალებს..
ნახავდით კოშკებს.. დევების ნაგებს..
და დასცდებოდა უმალ თქვენს ბაგეს..
აქ დაღამებაც გათენებაა..
 თვით ლოდი მუცოს მშვენებას აქებს.

ნანახია: 438 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz