თუ შეგიძლია ელოდო და არ დაიღალო, მოტყუებულმა არ ირჩიო სხვისი ცდუნება შეძულებულმა სიძულვილი არ გაიკარო, სხვის საჩვენებლად არ ადიდო თვისი ბუნება. თუ შეგიძლია ოცნება და არ დანარცხება, თუ შეგიძლია რწმენისათვის ბრძოლით იარო, თუ შეგიძლია გამარჯვება და დამარცხება დარბაისლურად, ღირსეულად გაიზიარო. თუ შეგიძლია რომ გაუძლო, შენი სიმართლე, სულელთა მახედ მოიხმარონ ავმა ენებმა, თუკი დაკარგე რაც გაგაჩნდა სულის სინათლედ და ხელმეორედ წამოიწყო მისი შენება. თუ შეგიძლია ყველაფერი რაც მოგიგია მოაგროვო და ერთ თამაშად სასწორზე დადო, მერე წააგო ყველაფერი როგორც რიგია და წაგებულმა ხმა არ დასძრა არ დაიდარდო. თუ შეგიძლია შენი გული, ნერვი, კუნთები, თუ არ მოგყვება მხოოდ ნებით დაიმორჩილო, თუ არ აჰყვები უძლურებას, არ დაკუნტდები. რომ სიკვდილამდე შენი ჯერი ასრე მოლიო. თუ შეგიძლია იყო კაცი ყოველთვის სათნო, მეფის წინაშეც არ დაჰკარგო შენი ღირსება, თუ დაიჯერებ, რომ ვერავინ ვერაფრით გავნო, თუნდაც ხედავდე რომ დიდება არ გეღირსება. თუ შეგიძლია, ულმობელი ცხოვრების ბედის, ყოველი წუთი გაიხადო სანდომიანი, მაშინ შენია ეს ქვეყანა და უფრო მეტიც: მაშინ შენა ხარ ჭეშმარიტი ა დ ა მ ი ა ნ ი !!!