მერე რა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას,
მერე რა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას,
მერე რა,რომ მალე ქარი ზაფხულისას მოშლის ხვატებს,
მერე რა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს.

მერე რა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი,სევდაც ცოტა,
მერე რა,რომ ჩემი თავი ერთი წამით შემეცოდა,
მერე რა,რომ შემიყვარდი,უჩვეულო გითხარ რამე?
მერე რა,რომ მე ძალიან,შენ კი ცოტა შემიყვარე.

მერე რა,რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს,
მერე რა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს,
მერე რა,რომ გამიგრძელდა ლექსი რა ვქნა,მაპატიე,
მერე რა,რომ ვერ შევძელი აქაც ვეღარ ჩაგატიე.

მერე რა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას,
მერე რა,რომ ცივა ცოტა,ცოტას კიდევ არაუშავს...
მერე რა,რომ კიდევ დავწერ,შენ თავს კიდევ დაგანახებ,
 მერე რა,რომ მეშინია ნაპოვნიდან დაკარგვამდე...

ნანახია: 433 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz