მინდა დავლიო,დავთვრე ამ ღამეს, სანთლების შუქზე ვუსმინო მოცარტს, და სიმარტოვეს ვეცეკვო ტანგო, იქნებ პათოსმაც მაქციოს ფლოგად.
მინდა ამ ღამეს ლექსიც დავწერო, დაველოდები მთვარის ამოსვლას, იქნებ ეს ღამე ჯერ არ დასრულდეს " ეიფორიას" გავუძლო უნდა. ნოტებს ავაწყობ ქარის აკორდზე, სიცოცხლეს გარქმევ, გიცვლი სახელსაც და მარტოობას_ ვუკეტავ კარებს, დაგელოდები მე..ამ ღამესაც.