მინდა გესმოდეს, მინდა გჯეროდეს,
მინდა ეს გული შენზე მღეროდეს,
მინდა აგიხსნა გული გაგიხსნა,
მინდა დარდისგან მე რომ დაგიხსნა.
მინდა გიყვარდე, მინდა გინდოდე,
მინდა რომ ჩემზე ისევ ფიქრობდე,
მინდა გხატავდე, მინდა გქარგავდე,
მინდა არასდროს აღარ გკარგავდე.
მინდა მხვდებოდე, ჩემთან რჩებოდე,
მინდა უშენოდ მე არ ვკვდებოდე,
მინდა გახსოვდე, მინდა გათბობდე,
მე ისევ მინდა კოცნით გათრობდე.

ნანახია: 436 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz