ყველაფერი მიყვარდა, წვიმა და თოვლი, ქარი და ელვა, ყვავილი და ბალახი, მზე და მთვარე, ვარსკვლავი და ცისარტყელა, მოკლედ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. 
ეს ადამიანობა ძალიან მომაბეზრებელი გახდა.
იმდენი რამის შესაძლებლობა მეძლეოდა და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.
რამდენჯერაც ჩემს გრძნობას წყალი დავასხი იმდენჯერ აინთო, ვერაფერი ვერ ვუშველე,
ბოლოს ცრემლად ვიღვრებოდი და თავად ვიქეცი ცრემლად.
მიყვარდა თვალიდან, რომ ვვარდებოდი და აღაჟღაჟებულ ღაწვებს ვეფერებოდი,
გამჭვირვალე პატარა წვეთი ვიყავი, ვითომც არაფერი, მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი რამ.
თითოეული ადამიანის ტკივილს განვიცდიდი,
მთელი კაცობრიობის სიყვარულს გულში ვიდებდი,
ყველაზე ბედნიერი მომენტი ერთხელ მქონდა, როდესაც ვიღაცის თვალიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდი,
ის ადამიანი ტირილს ვერ ახერხებდა, და როდესაც ღაწვებს მივეფერე მივხვდი, რომ ჩემს სიყვარულს შევუერთდი.
მას ნაზი, მშვიდი და ჰაეროვანი სიყვარული ატირებდა,
რაღაცა ჩამწყდა, იმის გამო, რომ მე არ ვუყვარდი, მაგრამ გამიხარდა ის, რომ მან სიყვარული იცოდა, მის ლამაზ სახეს ნელა შევეხე, მთელი ჩემი გრძნობები გადავეცი, მთელი ჩემიბედნიერების სურვილი ვუძღვენი.
სანამ საბოლოოდ წავიდოდი თვალები დავხუჭე, ნაზად ვაკოცე ლოყაზე და ხელის შეხებას დაველოდე, მაგრამ ხელი არ შემხებია, ბოლომდე გავიარე გასავლელი გზა.
მან თვალი გაახილა და შეხედა ცრემლს, რაღაც გულმა ვერ დააცადა და ხელი გასწია მისკენ,
ცრემლი ხელზე დაეცა.
ეს რაღაც საოცარი ცრემლი იყო, ვერცხლისფერი მარგალიტისებური სილამაზის,
ვერ გაუშვა ეს ცრემლი და ტუჩებისკენ წაიღო,
ნაზად აკოცა, ხელს შეხედა და ცრემლი აღარ იყო.
მე მაშინ განვიცადე დიდი ბედნიერება, როდესაც მის ლამაზ ტუჩებზე დავდნი და შევუერთდი ბუნებას.


მის ცრემლად ჩავიღვარე მისივე გულში.

ნანახია: 432 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz