მოდით, ერთხელაც ვთქვათ სადღეგრძელო,
ვთქვათ წრფელი გულის, ალალი რწმენის,
ასწიე თასი და თქვი ხმამაღლა,
რომ ამაყი ხარ, გქვია ქართველი.
მოდით, ვუმღეროთ ამ ლამაზ ზეცას,
მოდით, ჩამოვკრათ მშობლიურ სიმებს,
მოდით, ვადიდოთ ის მტკიცე სული,
ჭირთა თმენას რომ გაგვიადვილებს.
კვლავ შევეგებოთ მუზას, მოვარდნილს,
წამოსულს გულის კიდის კიდიდან,
არ გავიხსენოთ ის მძიმე წუთი,
როცა ქართველი სულსაც ყიდიდა.
მოდით, ერთხელაც ვიყოთ ამაყნი,
მოდით, ერთხელაც ვიმღეროთ გულით,
განმეორდება ის იმედები,
განმეორდება ის სიყვარული.
ასწიეთ თასი, ითქვას სათქმელი,
ხოტბა შეესხას ლიხსა და ლილოს,
როგორც ოდესღაც, კვლავ გვერქვას მარად
მე ქართველი და შენ_საქართველო!

ნანახია: 448 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz