ბრალი არა მაქვს თუ გრძნობა შემშლის, ვარ სიყვარულის მუდმივი მდგმური, ბრალი არა მაქვს თუკი ზღვასავით, ნაპირს აწყდება, ბობოქრობს სული. ბრალი არა მაქვს, თუკი ჩემს გზებზე, ჩემს სამყოფელში მეტია ბინდი, ბრალი არა მაქვს ჩუმმა ტკივილმა თუ შემაწუხა და ავქვითინდი. რა ვუყოთ თუკი ვერ მომიჩინე შენს ქვეყანაში ციდა კუნჭული, შემეძლო შენთან უშიშრად მევლო, ბეწვის ხიდებზე თვალდახუჭული. შენ კი არა და ალბათ ამქვეყნად, თავად ღმერთსაც კი გადავავიწყდი, თუკი როდესმე მოგაგონდებით, შენცა და ღმერთსაც ერთად დაგიცდით.