ჭიქა ავიღე და შენ ისევ თვალწინ დამიდექ,
ღვინო მერევა, გრძნობა შენი ლახავს ნაპირებს,
სხვა რამ მინდოდა, მაგრამ უკვე აღარ ვაპირებ,
მოდი მაგ თვალებს გაუმარჯოს მე რომ მაგიჟებს.

შენს ყელს, შენს ტუჩებს გაუმარჯოს ძგერა რომ წყდება,
ხმა რომელიც ძილშიც მესმის და გულს მედება,
მაგ გაშლილ თმებსაც დაგილოცავ მხრებს რომ ეცემა,
როცა ქარი ქრის-_-_ ოხ როგორ მშურს ყელს რომ ეხვევა.

მე იმ კაბასაც დაგილოცავ ტანზე რომ გეკვრის,
რა თამამია ისე გკოცნის სიტყვაც არ ცდება,
,,ო’’ ანგელოზო, ღმერთმა ჩემთვის არ გაგიმეტა ...
 შენდა სამოსად გავეჩინე - გული მიკვდება.

ნანახია: 498 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz