სღამოს მოწყობა-შემოწმებაა სამხედრო ნაწილში, ნაწილის უფროსი პოლკოვნიკი პოლეტაევი ესწრება შემოწმებას. ყველა ადგილზეა, სია ჩაიკითხეს და... სად არის სერჟანტი მამედოვი? -ამხანაგო მაიორო თქვენ გეკითხებით, სად არის სერჟანტი მამედოვი? მაიორს ენა დაება, რა უთხრას? ბიჭები კი გააფრთხილა, ვინმემ დაიძახეთ მის გვარის წაკითხვაზე, აქ ვარო, მაგრამ მაშინ არ იცოდა თუ უფროსი დარჩებოდა. - არ ვიცი ამხ. პოლკოვნიკო, ნებართვით არის ქალაქში გასული, აქამდე უნდა მოსულიყო. ამ დროს შემორბის სერჟანტი, გაღვითქული, ქლოშინით, სულს ძლივს ითქვავს. -ამხანაგო პოლკოვნიკო ნება მომეცით მოვახსეო ამხ. მაიორს. - ამხ. მაიორო, "უვოლნენიიდან" დავბრუნდიო. პოლკოვნიკმა შეხედა და; ამხანაგო მამედოვ, თქვენ თუ იცით, რომ ჩვენს არტილერიას შეუძლია 15 წუთში ნებისმიერი ქალაგი დაანგრიოს? თქვენ ზუსტად ამდენი ხნით დაიგვიანეთ. - დიახ ამხ. პოლკოვნიკო, ეგ ვიცი, დანგრევით კი დაანგრევს, მაგრამ რამდენ ხანში აღადგენს?

================================================

სამსახურში ბიჭებმა გაიგეს, ვარკეთილის ხიდებთან ახალი სახინკლე გაუხსნიათ და მაგარ ხინკალს ხარშავენო. სხვაც რა უნდოდათ და ცვლის მერე შვიდიოდე მეგობარი სუფრას შემოუსხდა. მიმტანათ მაშინ ინგა მუშაობდა, ერთი წელ-წვრილი, მაღალი და უზარმაზარი მკერდის მქონე, რომელსაც მუდამ დე-კოლტე ეცვა და სანახევროდ სინზე დალაგებულივით დაატარებდა. ჰოდა შეუკვეთეს ხინკალი და კითხეს, მარტო ხინკალი რას გვიზავს, სხვა რა გაქვთო კარგი. -გვაქვს ჩქმერული, თევზი,მწვადი,ხაჭაპური. ერთი იმათგანი, ვის პირდაპირაც ინგა იდგა, თვალს ვერ აშორებდა დეკოლტეს და ნერწყვს ყლაპავდა. ხაჭაპურის ხსენებაზე თავი ვერ შეიკავა და;- რა ზომისა გაქვთ?( ხაჭაპურზე) კითხა. ინგამ კეკლუცად, თავის სიმდიდრეს ხელი ქვევიდან ამოსდო, მაღლა ასწია( კინაღამ გადმოუცვიცდა) და...-თუ ამაზე მეკითხები ექვსი ზომაა, თუ ხაჭაპურზე, ტაფისაო.

=============================================

 ამ სასადილოს ბიჭებმა თავიდან "სტეკლიაშკა" დაარქვეს სიყვარულით, აქაოდა სულ "სტეკლოებშიაო". მერე ვიღაცას აზრად მოუვიდა და ფილარმონია დაარქვეს, მრგვალიაო. ხოდა ერთი დღეც არის და ცვლის მერე ბიჭებმა ლუდის დალევა გადაწყვიტეს და ფილარმონიას ესტუმრენ. დასხდნენ, შეუკვეთეს შესაკვეთი და ერთი სომეხი მეგობარი გაახსნდათ, მოდი ეხლა მუშაობს, ცვლაში ხალხი საკმარისად არისო და დაურეკეს, ფილარმონიაში ვართ სახინკლეში და გელოდებითო. ის, ის არის უნდა აიშალონ და სომეხი მეგობარი რეკავს, თქვე... სად ხართ, მთელი ფილარმონია და მის გარშემო ყველა სახინკლე და ბარი შემოვიარე და ვერ გნახეთო. საწყალი ბიჭი მთელი ორი საათი, ფილარმონიის გარშემო ეძებდა, რა იცოდა რომ, "სტეკლიაშკას" ბიჭები ფილარმონიად მოიხსენიებდნენ?

ნანახია: 502 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz