19 მარტია, პარასკევი დღე. 23_ში სერჟანტ ნ-_-_ს დაბადების დღე აქვს, მაგრამ ეს სამი დღის მერე, დღეს კი გაწამაწიაში არიან, საქართველოდან სამი ამანათი მიიღო, დაბ, დღესთან დაკავშირებით და ორი მათგანი სანუკვარი სასმელით არის სავსე, მესამეში ტკბილეული. ეს ყვეკლაფერი იციან, მაგრამ აი უბედურება, ნაწილი დახურულია, სპეც. დანიშნულებისაა და ყველა ამანათი ისინჯება, ვინ შეგატანიებს სასმელს, გამორიცხულია, თანაც მორიგე მაიორი კატელნიკოვია, რომელსაც არც პირი აქვს რამე შეჭამოს ან დალიიოს და არც ყურები, რამე გააგებინო ან შეაგნებინო. ბიჭები სხედან და ვერაფერი მოუფიქრებიათ, ერთმანეთს უაზროდ შეჰყურებენ. ბიჭებო, მოდით ბაბინს ვუთხრათ, ამანათებს ხომ ის მიიღებს, მანქანაში რომ ჩააწყობს, ერთი მაინც დამალოს როგორმე, გახსოვთ ორი თვის წინ შემოაპარა. ბიჭებს პატარა, მაგრამ მაინც იმედი აუკიაფდათ თვალებში. საღამოს ბაბინი დაღონებული შემოვიდა, ბიჭებო, ამანათები კატიოლმა მიითვალა და სერჟანტს გადაეცით თვითონ მოვიდესო. სხვა რა გზა იყო, სერჟანტი ნ-_-_აც წავიდა შტაბში, განაჩენის მისაღებად. ნუ ქართველო, ხვალ დაბ. დღე გაქვს, რა გამოგიგზავნეს, არ მიწილადებ? ნ-_-_ას სახე გაეხსნა, იქნებ... გაუელვა თავში. რა- რა ვიცი ამხ. მაიორო, ალბათ ხილი და ტკბილეული. - აბა დავიწყოთ, გახსენი.-ამხ. მაიორო, დაბ. დღე სამი დღის მერე მაქვს,ეხლა რომ გავხსნა, შეგვეჭმევა, ნება მომეცით აქ დავტოვო და კვირას გავხსნა. კვირას სამხედროების საყვარელი ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი ვაიციცკი მორიგეობდა და იმასთან დალაპარაკება კი არა, დალევაც შეიძლებოდა.ეშმაკობ სერჟანტო, გახსენი, თორემ მე გავხსნი. სხვა რა გზა იყო, აიღო დაუნიშნავი ამანათი, იცოდა მაში საშიში არაფერი იყო და გახსნა. - აი, ინებეთ ამხ. მაიორო, ინებეთ რაც გინდა, ამ ორშიც იგივეა და წავიღებ გაუხსნელად. -ნ-_-_ია, გახსენი მეორე და მესამეც. სხვა გზა არ იყო, სერჟანტმა დანა შეუყარა და... ვაი თვალებო, ნეტა არ დაენახა, ზევიდან სამი ბოთლი სომხური კონიაკი დევს, იმის ქვეშ, ლურჯი, გაბერილი "გრელკა" ჭაჭით სავსე. გახსნა.- ხოხ სერჟანტო, ეს როგორი ჩურჩხელები გქონიათ საქართველოში, სომხური ხეები ისხავს ალბათ არა? - ამხ. მაიორო, აიღეთ ბოთლები და "გრელკა" დამიტოვეთ. - გაჩუმდი და მეორეც გახსენი. მეორეში ორი "გრელკა" ეხუტებოდა ერთმანეთს, ისე ლამაზად იყვნენ ჩახუტებულები, რომ... მაგრამ მაიორს არ აქვს პირი და ყურები. აიღო ერთი ბოთლი, მოხსნა თავი, დასუნა; - ვახ რა სუნი აქვს, თქვა და ხელი გადაჰყო ფანჯარაში და პირდაპირ ეზოში გადაღვარა. (შტაბის შენობა ერთ სართულიანი იყო), მერე მეორე, მესამე და... ბოლო გრელკაც ჩაიწურა ფანჯრის იქით. - აჰა სერჟანტო შენი ამანათები, წაიღე და სადაც შენი დაიკვეხო, იქ ჩემიც ჩააყოლეო, დააყოლა. სერჟანტმა ჩაყარა ყველაფერი ცარიელ ყუთებში და ამ დროს შემთხვევით თვალი მოკრა, თბილისელი სომეხი , ძმაკაცი და მეგობარი, ჭულუკიძის ქუჩაზე მცხოვრები, იურა ა-_-_ი მანქანის კამერისგან გაკეთებულ ვედროს მიათრევდა და თან ისე იქცეოდა, თითქოს ვიღაცას ემალებოდა. სერჟანტს უცებ კინაღამ გაეცინა, მაგრამ ისეთ ხასიათზე იყო, რა გაცინებდა. "კაზარმაში" შესულს ბიჭები ჩვეულებრივ დახვდნენ. არც უკითხიათ რა მოხდა, ისედაც სახეზე ეწერა ყველაფერი, თან ცარიელი ყუთები... საღამოს "სუშილკაში" დაუძახეს სერჟანტს. - თემო, მართალია დაბ. დღე სამი დღის მერე გაქვს, მაგრამ დღეს პარასკევია, ხვალ და ზეგ ნაწილში არავინიქნება, მოდი დღეს ავღნიშნოთო.- კი მაგრამ, რითი, საჭმელი და ტკბილეულ;ი კი გვაქვს, მაგრამ ოდიკოლონს ხომ იცით რომ არ ვსავ?. -კარგი, არ გვინდა, წავედით, შენ ნუ დალევ, ჩვენ დავლევთ. დასხდნენ ბიჭები "სუშილკაში", ათიოდე არიან, საძმო და საძმაკაცო, ავღანეთ გამოვლილები, ცეცხლში და ბრძოლაში ყავთ ერთმანეთი გამოცდილი. დასხდნენ და დაისხხეს, დაუსხეს თემოსაც, გაგვისინჯე ჩვენებური სასმელი, ოდიკალონი აღდად არ არისო. ასწიეწ ჟიქები და... ბიჭებო, ეს რა არის? იკითხა თემომ, რომელსაც უკვე დაელია და ვერ გაეგო, ჭაჭა იყო თუ კონიაკი. -ესა ძმაო, დედაშენის გამოგზავნილი ამანათიდანაა, მოდი დედაშენს გაუმარჯოსო. მეორე ჭიქით იურას სადღეგეძელო შეისვა,სასმელის გადამრჩენისა. თურმე როცა კატიოლი არაყს ფანჯრიდან ღვრიდა, იურას დაუნახია, ეცა მანქანას, დაითრია რეზინის ვედრო და ჩაუჯდა ფანჯარასთან, მერე ნანობდა, რატომ თავიდანვე არ მომაგონდა ერთი ბოთლი დავკარგეთო..
ნანახია: 872 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz