რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა,
ქალს გაფრთხილება მარადმჟამს უნდა.
თორემ შენს ხელში ისე დადნება,
ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა.
ქალი ოცნების ჯადოქარია,
ქალს ნუ ჩახედავ თვალებში მრუდად,
გახსოვდეს, ქალი მაინც ქალია,
მოფერება და ალერსი უნდა.
ქალი ყვავილს ჰგავს გიშრის ხალიანს,
ვისი ღიმილიც შენ ასე გსურდა,
ქალი სიცოცხლის ნაწერწკალია
და რომ არ ჩაქრეს, სხვა სითბო უნდა.
ქალი მზეა და არა მყინვარი,
ქალს ნუ შეხედავ განრისხებულად,
ყველა ქალი ხომ ამაყი არის,
ამაყი არის თავისებურად.
ქალი ფარია, ქალი ხმალია,
შენი მხსნელი და მფარველი მუდამ,
გახსოვდეს ქალი მაინც ქალია,
 მოფერება და ალერსი უნდა..

ნანახია: 492 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz