შენი კაბის შარიშური მომკლავს,
სურნელება თმებში ჩახლართული,
აბა, როგორ შეგადარო მოყვასს?
კოცონი ხარ,ღამით დანთებული.
ტუჩებ-ბროწეულო
ღაწვებ-მოწეულო
ყელზე მარგალიტის ოხვრა...
მკერდზე- ყვავილნარო
იქით,ავო თვალო!
არ გასამეტებო ცოლად...
თეძოს მიხვრა-მოხვრა,
გულის მითქმა-მოთქმა,
ვაჰმე,წართმეულო გრძნობავ!
ქალო- ალქალო
კვირტის სადარო
მინდა დაგიჩოქო მორცხვად!
შeნი კაბის შარიშური მომკლავს,
სურნელება თმებში ჩახლართული,
აბა, როგორ შეგადარო მოყვასს?
 კოცონი ხარ,ღამით დანთებული...

ნანახია: 432 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz